ლონდონში, სროლის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგოს მდგომარეობა კრიტიკულია.
დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმა იუსტონის რკინიგზის სადგურთან ახლოს, ეკლესიის მიმდებარედ მოხდა, სადაც დაკრძალვის ცერემონიალი ტარდებოდა. ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა სამი ქალი და 7 და 12 წლის ბავშვები.
პოლიციის განმარტებით, თავდამსხმელმა მოძრავი ავტომობილიდან გაისროლა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.