ბენ უოლესი: ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს

ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დიდი ბრიტანეთი ვერ მიაწვდის პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვთმფრინავებს, ჩვენ არ გვაქვს ასეთი ტიპის მოიერიშეები, „მიგ-29“ და სხვები. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ეს პოლონეთის გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერს თუ არა უკრაინას“, – განაცხადა ბენ უოლესმა.

ასევე წაიკითხეთ:

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება