მადრიდში, ხელფასების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
როგორც უცხური წერს, აქციის ორგანიზატორები ქვეყნის უმსხვილესი პროფკავშირები იყვნენ.
"ინფლაცია მატულობს და შესაბამისად, მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი იკლებს, ამიტომ აუცილებელია მინიმალური ანაზღაურების გაზრდა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ცნობისთვის, ესპანეთში ინფლაციის მაჩვენებელმა წელს, ზაფხულში 10,8%-ს მიაღწია, თუმცა ოქტომბერში 7,3%-მდე შემცირდა.