მადრიდში, ერთ-ერთ რესტორანში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომელია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მიმტანმა დესერტის გაფორმება სპეციალური აალებადი ხელსაწყოთი სცადა, რა დროსაც თვითმხილველების თქმით, ჭერი აფეთქდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.