უკრაინის ელჩმა ესპანეთში სერჰი პოგორელცევმა, თავის დიპლომატიურ მისიაში მომხდარი ინციდენტის დეტალები მედიასთან გაასაჯაროვა.
უკრაინული მედიისთვის მიცემულ კომენტარში, პოგორელცევმა თქვა, საელჩოს ტერიტორიაზე ამანათი აფეთქდა, რომელიც დიდი პაკეტში იყო მოთავსებული და ელჩისთვის იყო განკუთვნილი.
პოგორელცევის თქმით, პაკეტი არ ჰგავდა დიპლომატიურ გზავნილს, რადგან მასზე არ იყო მითითებული დაბრუნების მისამართი და ეჭვი სწორედ ამან გააჩინა საელჩოს მდივნებს შორის, რომლებმაც ეს პაკეტი კომენდანტს გადასცეს, რომელმაც ამანათი საელჩოს ეზოში გახსნა.
„მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს კომენდანტს ყუთი ხელში აღარ ეჭირა, აფეთქებამ ხელები დაუზიანა და ამბობს, რომ კონტუზია მიიღო“, - დასძინა ელჩმა.