ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. 

ტრასმა თქვა, რომ მან გადადგომის შესახებ უკვე აცნობა მეფე ჩარლზ III-ს. მისი თქმით, ახლა „კონსერვატიული პარტია“ ლიდერის ახალ არჩევნებს გამართავს, რომელიც მთავრობას უხელმძღვანელებს.

ბრიტანული მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრი მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები.

„კონსერვატორთა“ პოპულარობა ბოლო კვირებში ბრიტანეთში სოციოლოგიური კვლევის ისტორიაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.

ტრასი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერად და პრემიერ-მინისტრად ხუთი კვირის წინ აირჩიეს.