შრი-ლანკის უდიდეს ქალაქში, კოლომბოში, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ რანილ ვიკრემესინგეს სახლში შეიჭრნენ და ცეცხლი წაუკიდეს. ამის შესახებ BBC მისი ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება.
თავად ვიკრემესინგეს ადგილსამყოფელი უცნობია. მანამდე მან თანამდებობის დატოვების მზადყოფნის შესახებ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა ათასობით მომიტინგის მიერ ქვეყნის პრეზიდენტის რეზიდენციასა და ოფისში შეჭრა.
დემონსტრანტები, შრი-ლანკის ხელისუფლების გადადგომას, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ითხოვენ. ქვეყანაში რეკორდული ინფლაციაა, არ არის საკმარისი საკვები, მედიკამენტები და საწვავი.