სინგაპური და ჩინეთი პანდემიის გამო შეჩერებულ სამხედრო წვრთნებს განაახლებენ

სინგაპურის შეიარაღებული ძალები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია აპირებენ, ორმხრივი წვრთნები განაახლონ მას შემდეგ, რაც სწავლება პანდემიის გამო შეჩერდა.

ინფორმაციას Bloomberg სინგაპურის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტრომ განმარტა, რომ სწავლება სხვა ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ტარდება და ხაზს უსვამს თბილ და მეგობრულ ორმხრივ ურთიერთობებს სინგაპურსა და ჩინეთს შორის.

„ორმხრივი და მრავალმხრივი წვრთნების გარდა, ორი თავდაცვის უწყება ასევე რეგულარულად ურთიერთობს მაღალი დონის გაცვლის, ორმხრივი ვიზიტების, აკადემიური გაცვლებისა და პორტების დონეზე,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


პირველი სექტემბრიდან დაწყებული წვრთნების მთავარი ფოკუსი კონტრტერორიზმი იქნება. სინგაპური ასევე ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს აშშ-ის არმიასთან.

წვრთნები ორი კვირა გაგრძელდება. სწავლება (Exercise Cooperation) 2009 წლის შემდეგ მეხუთედ ტარდება.