შვედეთი და ფინეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ამის შესახებ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს.
„რუსეთის ომი სუვერენული ევროპული ერის წინააღმდეგ, საფრთხეში აყენებს ევროპის უსაფრთხოების წესრიგს. უსაფრთხოების ამ ცვალებად გარემოში ფინეთი და შვედეთი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს თანამშრომლობას", - განუცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა ჟურნალისტებს ჰელსინკში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შვედეთსა და ფინეთს ძლიერი ისტორიული კავშირები და მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა აქვთ, მათ შორის არის ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაზიარება.
აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სკანდინავიური ქვეყნები „დაიწყებენ მკაფიო პროცესს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“.