უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „კონტრდაზვერვის ოპერაციას" უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრებსა და ეკლესიებში ჟიტომირის, რივნისა და ტრანსკარპატების რეგიონებში ახორციელებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკა ხუთი მონასტერსა და სამ ტაძარში მიმდინარეობს.
ჩხრეკაში დეპარტამენტის თანამშრომლები პოლიციასთან ერთად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.