კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, საგულდაგულოდ შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი.
უკრაინის უსაფრთების სამსახურის ცნობით, 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით.
„მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საბუთების შემოწმებისას სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდათ და საერთოდ არ ჰქონდათ ორიგინალი დოკუმენტები, (არამედ მხოლოდ მათი ასლები), ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები, გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით.
სპეცსამსახურის ცნობით, ამ პირების სიღრმისეული შემოწმება მიმდინარეობს.
ასევე, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის 32 წლის მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ქვეყანაში პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „ანტვანის“ უკანონო ქმედებებში.
გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.
კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.