სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის, ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და დამხმარე სპეციალისტები ნინოწმინდის პანსიონში ღამითაც დარჩებიან. მაის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენი ჯგუფი გაფართოვდა და ახლა ადგილზე უფრო მეტი სპეციალისტია. ამასთან, დღისა და ღამის განმავლობაში, სოციალური მუშაკები და სხვა, დამხმარე სპეციალისტები იქნებიან", - აცხადებს მარტაშვილი.
მისივე თქმით, შეფასდება თითოეული ბავშვის მდგომარეობა და შემდეგ შედგება სამოქმედო გეგმა.
"ჩვენ ვართ ადგილზე, ყველა ბავშვის საჭიროებებს ინდივიდუალურად ვაფასებთ. ამ ეტაპზე, შეუძლებელია რაიმე დასკვნის თქმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ვრჩებით ადგილზე. ამ ეტაპზე, გვეძლევა საშუალება, რომ თითოეულ არასრულწლოვანთან, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ვიმოქმედოთ. სოციალურ მუშაკებთან და დამხმარე სპეციალისტებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ თითოეული ბავშვის უფლება და ინტერესის დასაცავად", - აღნიშნა ელენე მარტაშვილმა.
საპატრიარქო შსს-ს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით აღძრული საქმეების გასაჯაროებას სთხოვს