საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა პატივი მიაგო ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
7 ივნისს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.