„ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით, როცა ოპოზიციას შევხვდები, მათაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ ქვეყანაში როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მქონდა შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, თავდაცვის მინსტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრების მსვლელობისას ყურადღებას ვამახვილებდი თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეზეა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და რა თქმა უნდა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.
ამ შეხვედრებზე ხელისუფლების წარმომადგენლებს შევახსენე და მოგვიანებით, როცა ოპოზიციას შევხვდები, მათაც ვეტყვი, რომ კომპრომისი არის დემოკრატიის განვითარების აუცილებელი ნაწილი, განსაკუთრებით ისეთ მრავალპარტიულ და მრავალფეროვან ქვეყანაში როგორიც საქართველოა", - განაცხადა ფილიპ რიკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო