"ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერმა თბილისში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი.
"მოგეხსენებათ, პრეზიდენტი ბაიდენი, პრეზიდენტის რანგში, პირველად განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს ამერიკის გარეთ. იგეგმება შეხვედრა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, ანუ მისი პირველი გაჩერება იქნება გაერთიანებულ სამეფოში, შემდგომ არის NATO-ს სამიტი ბრიუსელში, ხოლოს ამის შემდეგ ის გაემგზავრება ჟენევაში. პრეზიდენტმა ძალიან ნათლად და ცხადად განაცხადა, რომ ჩვენ რუსეთთან ვეძებთ უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ არ გავჩერდებით, არ გავჩუმდებით და ხმამაღლა ვილაპარაკებთ ყოველთვის რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის, ეს გახლავთ საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაცია. მე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვრჩებით საქართველოს მტკიცე პარტნიორად ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე უფრო მტკიცე და ძლიერი პარტნიორი. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას", - განაცხადა რიკერმა.
როგორც რეიკერმა აღნიშნა, შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებას.
"ჩემი გზავნილი ახლაც და როცა კვლავ დავბრუნდები საქართველოში გახლავთ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რა თქმა უნდა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.
მე მოხარული ვარ, რომ ჩემთან ერთად არიან ჩემი კოლეგები, ბატონი ენდრიუ შოპერი, რომელიც ჩემი მთავარი მრჩეველია, ასევე სხვა და სხვა ევროპული სარდლობის წარმომადგენლები და აშშ-ის ელჩი საქართველოში და ესაა არაჩვეულებრივი გუნდი. ენდრიუ შოპერის დახმარებით ჩვენ ვართ ჩართული ჟენევის ფორმატში, რაც გულისხმობს ოკუპაციის პრობლემის მოგვარებას. ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ საქართველოს მიმართ, რომ ქვეყანამ გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები.
განსაკუთრებით მინდა აღვინიშნო და პრეზიდენტ ბაიდენისა და ბლინკენის სახელით, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების წვლილის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა მისიაში, მათ შორის NATO-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად იბრძოდნენ ამ მისიებში და ჩვენ ვაფასებთ განსაკუთრებით მათ წვლილს, ვინც სიცოცხლე გასწირა ამ ბრძოლაში, გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა რიკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი თბილისშია
ფილიპ რიკერმა NATO-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაქო