ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა Twitter-ში დაწერა.

"მოუთმენლად ველოდები მიმდინარე კვირას პრეზიდენტთან ერთად ევროპაში გამგზავრებას, სადაც G7-ის,- NATO-სა და აშშ-ევროკავშირის სამიტები შედგება. ასევე დავესწრები ჟენევაში ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას", -წერს ენტონი ბლინკენი.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერთავდასხმების საკითხს განიხილავს