შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს "ლა-გრანჟის" ვილაში გაიმართება, რომელიც ჟენევაში, ამავე სახელწოდების პარკში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე აქვეყნებს.

"16 ივნისს ცნობილი ვილა "ლა-გრანჟი" ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლებს. შვეიცარია მადლობას უხდის ორ ქვეყანას ჟენევის არჩევით გამოხატული ნდობისთვის“, - ნათქვამია შვეიცარიის საგარეო უწყების განცხადებაში.

ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება