ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, საიდანაც მისი ევროპული ტურნე იწყება.

ჯო ბაიდენს თან ახლავს აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.

როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის რვადღიანი ევროპული ტურნე 10 ივნისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრით დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში ვიზიტისას ის დედოფალ ელიზაბეთ II-ს შეხვდება. ბაიდენი იქნება შტატების მე-13 პრეზიდენტი, რომელთანაც დედოფალი შეხვედრას გამართავს.

ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერი ბრიუსელში, NATO-ს სამიტზე და ევროკავშირის ხელმძღვანელებთან შესახვედრად გაემგზავრება.

ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ჯო ბაიდენი ევროპულ ტურს იწყებს

ჯო ბაიდენი: ევროპული ტურნეს მიზანი მსოფლიო დემოკრატიების ერთიანობის გაძლიერებაა

ელისაბედ მეორე ჯო ბაიდენს შეხვდება

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება