პარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს-რეზო გაბრიაძეს, ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თეატრისა და კინოს გამორჩეული რეჟისორი, მხატვარი და მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

BBC რეზო გაბრიაძეზე სტატიას აქვეყნებს