მაიკლ მაკფოლი: პუტინთან ბოლო შეხვედრისას, ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია,  ვიმედოვნებ, ახლაც იმავეს გააკეთებს

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში და ბარაკ ობამას ყოფილი მრჩეველი მაიკლ მაკფოლი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის საკითხს Twitter-ზე ეხმიანება.

"2011 წელს, პუტინთან ბოლო შეხვედრისას,ბაიდენმა გააკრიტიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ვიმედოვნებ, იმავეს გააკეთებს შემდეგ კვირასაც. როგორც ჩანს, მსოფლიომ დაივიწყა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მათ არც მოლდოვაში მიესალმებიან)",- წერს მაკფოლი.

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა