ისრაელი ვაქცინირებულ ინდივიდუალურ ტურისტებს მიიღებს

1-ელი ივლისიდან ისრაელი ვაქცინირებული ინდივიდუალური ტურისტების მიღებას გეგმავს. ამის შესახებ ისრაელის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა.

"დრო მოვიდა, ისრაელი გაიხსნას ტურიზმისთვის და გამოიყენოს მისი, როგორც ვაქცინირებული ქვეყნის სტატუსის უპირატესობა მისი ეკონომიკის სასარგებლოდ", - განაცხადა ტურიზმის მინისტრმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ ვაქცინირებულ და არა ვირუსგადატანილ ადამიანებს ექნებათ ქვეყანაში შესვლის უფლება. ამასთანავე, მათ უნდა წარადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა და PCR ტესტის პასუხი.

ევროკავშირის საბჭომ ისრაელი კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა