ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის გამო, რომელიც ჟენევაში 16 ივნისს გაიმართება, შვეიცარიის საჰაერო სივრცის ნაწილი დაიხურება.

გადაწყვეტილება ფედერალური საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენ-პუტინის სამიტისთვის შვეიცარია უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს. ადგილობრივი საჰაერო სივრცე შეიზღუდება სამი დღის განმავლობაში და საზოგადოებას ეკრძალება ქალაქის ცენტრში და ტბასთან გადაადგილება.

შეზღუდვები 15-17 მაისს იმოქმედებს.

შვეიცარიის საჰაერო ძალები უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას.

პოლიციის გარდა, ქალაქში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს 1000 ჯარისკაციც.

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ჟენევის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კომერციულ ფრენებზე შეზღუდვა არ იმოქმედებს.

ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრაზე: მკაფიოდ განვუმარტავ, რომ არ მივცემთ უფლებას, ადამიანის უფლებები დაარღვიოს

თეთრი სახლი: ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

შვეიცარიის საგარეო უწყებამ ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილი დაასახელა