ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით NATO-ს ბრიუსელის სამიტზე მკაფიოდ დადასტურდა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს ექსკლუზიურად განუცხადა.
ელჩის განცხადებით, NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში.
„ბრიუსელის სამიტმა დაადასტურა NATO-ს ერთიანობა და გადაწყვეტილება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ. ღია კარის პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდა, მკაფიოდ საქართველოსთან დაკავშირებით. NATO აფასებს საქართველოს, როგორც ახლო პარტნიორს და როგორც ქვეყანას, რომელიც იმსახურებს მუდმივ მხარდაჭერას მის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებში“, - აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში Europetime-თან.