NATO-ს სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა, რომლის შემდეგაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ ერთგული ვართ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის ამ პროცესის ინტეგრირებული ნაწილი.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც სამივე ქვეყანაში განათავსა მათი თანხმობის გარეშე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ და არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას და ვგმობთ მის დროებით ოკუპაციას.
რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სამხედრო განლაგება და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები უკრაინასა და მის გარშემო, კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას და აზიანებს უსაფრთხოებას. მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება; შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება; დაასრულოს ამ რეგიონებში მილიტარიზაცია და დანარჩენი საქართველოსგან მათი განცალკევების მცდელობები, ბორდერიზაციის მსგავსი დაბრკოლებების შექმნის გზით; ასევე დაასრულოს ადამიანის უფლებების დარღვევები, თვითნებური, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს, მათ შორის იმას, რომ თითოეული პარტნიორი საკუთარი დამსახურების შესაბამისად შეფასდება.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და აირჩიოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარეშე ჩარევის გარეშე. როგორც ძლიერი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების პარტნიორი, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, რაც მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს.
ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს NATO-ს ოპერაციებში, რაც აჩვენებს მის ერთგულებას და შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ჩვენ მივესალმებით ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას საქართველოს წინსვლის გზაზე და მხარს ვუჭერთ მის სრულ განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც დაეხმარება საქართველოს, ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში.
ერთგული ვრჩებით NATO-საქართველოს კომისიის და ყოველწლიური ეროვნული პროგრამის სრულად გამოყენებისა, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რეფორმებს, რომლებიც საქართველომ გაატარა და რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ეს დაეხმარა საქართველოს ალიანსთან თავდაცვისუნარიანობის და ურთიერთთავსებადობის განმტკიცებაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს მოიცავს, რაც აუცილებელია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი, დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების საპასუხოდ და მივესალმებით გადადგმულ ნაბიჯებს განახლებული, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განსახორციელებლად.
მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მედეგობის თვალსაზრისით, ტრენინგებით და წვრთნებით უსაფრთხო კომუნიკაციების სფეროში. ჩვენ ველით NATO-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს“, - აღნიშნულია კომუნიკეში.
ჯეიმს აპატურაი: NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული მხარდამჭერია
მეთიუ ბრაიზა: საქართველო NATO-ს წევრი უნდა იყოს