ჟენევაში ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა

ჟენევაში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა უკვე დატოვა შეხვედრის ადგილი.

მოლაპარაკებები ორ სესიად ჩატარდა.

პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 65 წუთს გაგრძელდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

როგორც CNN- წერს, შეხვედრა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო

ვინ ესწრება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

რა საკითხები შეიძლება წამოჭრას დღის წესრიგის მიღმა აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრაზე