საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითად შეაფასებს საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის დინამიკა ყველა სტრატეგიულ საკითხზე და მათ შორის აღნიშნეს ბოლო პერიოდში გაზრდილი მაღალი დონის ვიზიტები და შეხევდრები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გარდა ხელს უწყობს საერთაშორისო ასპარეზზე საერთო გამოწვევებსა და მისწრაფებეზე ორი ქვეყნის პოზიციონირებას.
ამ კუთხით მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე განხორციელებული და დაგეგმილი ერთობლივი ქმედებები და ის ღონისძიებები, რაც ამ მიმართულებით არის განსაზღვული უახლოეს მომავალში.
მინისტრებმა ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და კიდევ ერთხელ დაადასტურეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა, ისევე როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით ერთიანი ნაბიჯების გადადგმის მზაობა.
დავით ზალკაიანმა სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე ისაუბრა