ირაკლი ღარიბაშვილი ფაშინიანს: მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

"გულითადად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნების ჩატარებას და წინასწარი შედეგების მიხედვით „სამოქალაქო თანხმობის“ პარტიის გამარჯვებას. წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის ახალ მთავრობასთან",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს

ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს