ოლიმპიურ თამაშებს მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება

ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც იაპონიაში 23 ივლისიდან უნდა გაიმართოს, მაყურებელი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. ამის შესახენ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, მაყურებელთა ადგილები მხოლოდ 50%-ით შეივსება და მაქსიმუმ 10,000-მდე ადგილობრივი გულშემატკივარი დაესწრება.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორების განცხადებით, დაახლოებით 3.6-3.7 მილიონი ბილეთია გაყიდული ადგილობრივ გულშემატკივრებზე, ხოლო რაც შეეხება საზღვარგარეთელ გულშემატკივრებს, რამდენიმე თვის წინანდელი ინფორმაციით, ისინი თამაშებზე დასწრებას ვერ შეძლებენ.

ტოკიო-2020 გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობას შეამცირებს

ტოკიოს ოლიმპიადას უცხოელი გულშემატკივრები არ დაესწრებიან