ამირან გამყრელიძე: პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია

"პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ.

„გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ოქროს შუალედი უნდა შევინარჩუნოთ და დანის პირზე ვიაროთ.

„ერთი მხრივ, რომ არ გაუარესდეს ეპიდვითარება და მეორე მხრივ, მეტი თავისუფლება მიეცეს ეკონომიკას, რადგან გასაგებია, რომ ტურისტული სეზონია და ბევრი ადამიანი ჩამოდის ქვეყანაში“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.

1-ლი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება

რომელი შეზღუდვა არ უქმდება