აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, მოსკოვში ამ კვირაში დაბრუნდება

აშშ-ის ელჩი რუსეთში, ჯონ სალივანი, მოსკოვში მომავალ კვირაში დაბრუნდება, - ამის შესახებ 21 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატიური დაპირისპირების გამო სალივანმა რუსეთი აპრილში დატოვა.

პრაისის თქმით, აშშ მიესალმა რუსეთის ელჩის ანატოლი ანტონოვის ვაშინგტონში დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის 16 ივნისის სამიტის დროს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვლადიმირ პუტინმა, ორმხრივი დაძაბულობის განსამუხტავად, ელეჩების სასწრაფოდ დაბრუნების შესახებ მოილაპარაკეს.

აშშ-ს ელჩმა რუსეთი დატოვა - ის კონსულტაციებისთვის სამშობლოში გაემგზავრა

რუსეთის ელჩი აშშ-ში ბრუნდება