ევროკავშირის გარდა, ბელარუსისთვის საჰაერო სივრცეს 7 ქვეყანა კეტავს

ევროკავშირის გარდა, 7 ევროპული სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობაში არ შედის, ბელარუსის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცეს კეავენ. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა

როგორც ცნობილია, ბელარუსისათვის ცა ჩაკეტა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ, მონტენეგრომ, სერბეთმა და ალბანეთმა, ასევე ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა და ნორვეგიამ.

ბელარუსისათვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის აკრძალვა ძალაში 5 ივნისიდან შედის.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განმარტა, რომ ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებაზე ზეწოლას მანამ განაგრძობს, სანამ მთავრობა ბლოგერ რომან პროტასევიჩს არ გაათავისუფლებს.

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი აამოქმედა

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.