საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება - ლუის ნავარო

საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ბაიდენის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის გაფრთხილება. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა, ლუის ნავარომ Europetime-ს განუცხადა.

„NATO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, ასევე დაგმო რუსეთის ოკუპაცია და ქმედებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე აღსანიშნავია, რომ აშკარა პასუხი პრეზიდენტ ზელენსკის მოთხოვნაზე, (თანხმობა ან უარი გაწევრიანებაზე) როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა უპასუხა რეპორტიორს, რომ უკრაინის გაწევრიანების საკითხი დამოკიდებულია იმაზე, დააკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს”. ვფიქრობ, ამის კონტექსტის უკან რამდენიმე გამოწვევა ჩანს, მათ შორის უკრაინის მერყევი ძალისხმევა, აღმოფხვრას კორუფცია და NATO-ს წევრი ქვეყნების, მაგალითად, პოლონეთისა და უნგრეთის, შიდა უკუსვლა“, - აღნიშნა ნავარომ.

ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

ლუის ნავაროს თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს ეს გაფრთხილება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში, სასამართლო დანიშვნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში შექმნილი ვითარების კუთხით, ასევე მისი ანტაგონისტური მიდგომა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განსხვავებული აზრისადმი და ასე შემდეგ.

მისივე თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, არ შეიძლება იყოს ზეწოლის ქვეშ.

„NATO-ში გაწევრიანება ვერ გადაჭრის ამ საკითხებს და ის ეხება პოლიტიკურ კლასს, რომ იმუშაონ დემოკრატიული პირობების მისაღწევად, რაც საუკეთესოდ ემსახურება მის მოქალაქეებს და ხელს შეუწყობს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ნავარომ.

საქართველო გახდება NATO-ს წევრი - NATO-ს სამიტის კომუნიკე

ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა