ამირან გამყრელიძე: ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს

ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ყველა მათგანი არის იმპორტირებული. ამ შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება და აღწევს დაახლოებით 10-20 პროცენტს. მოგეხსენებათ, რომ ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს მოხდეს საქართველოშიც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჩვენზეა დამოკიდებული, როგორი იმუნური სტატუსით შევხდებით შემოდგომას, რადგან ამით შეიძლება გადავავადოთ ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მოსალოდნელი მეოთხე ტალღა.

„მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ბევრი ქვეყანა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე წინა სამი ტალღა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ივანე ჩხაიძე: თუ ქვეყანაში ინდური შტამი გახდა დომინანტური, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში

ივანე ჩხაიძე: დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ლოდინის დრო არ არის