იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე მოსახლეობას ურჩევს, ნუ დაელოდებიან სხვა ვაქცინებს, რადგან ორი-სამი თვით ლოდინის დრო არ არის.
„გავაგრძელოთ ნიღბის ტარება. ამერიკელი ექიმი ენტონი ფაუჩი ბრიტანული შტამის დროს მოსახლეობას ორი ნიღბის ტარებას ურჩევდა. თუ ქვეყანაში ინდური შტამი დომინანტური გახდა და შემთხვევებმა მკაფიოდ მოიმატა, ორი ნიღბის ტარება იქნება რეკომენდებული და არა მისი მოხსნა, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კვლევების საფუძველზე შეისწავლა, რომ ინდური შტამი ნაკლებად ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა ორჯერადად აიცრა. რაც მეტია ორჯერადად ვაქცინირებული, მით უფრო ნაკლებია ინდური შტამის გავრცელების რისკი. დაუყოვნებლივ დაიწყეთ ვაქცინაცია იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია ქვეყანაში, ჩვენთან ძალიან ბევრი ელოდება Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც შეიძლება მოგვიანებით შემოვიდეს. ლოდინის დრო ნამდვილად არ გვაქვს, ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ, ასევე ეფექტიანია ინდური შტამის წინააღმდეგაც“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე ინდურ შტამზე: ორი ნიღბის ტარება აუცილებელია, თუ ვირუსის გადაცემის ალბათობა უფრო მაღალია
ივანე ჩხაიძე: რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო წამახალისებელი კომპონენტების დანერგვა ვაქცინაციისთვის