ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესში საერთო ამოცანების რეალიზაციაზე ისაუბრეს

ასოცირებული ტრიოს ქვეყნების - საქართველო, მოლდოვა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს ვალდის დომბროვსკისს შეხვდნენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინსრო ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს შექმნის მნიშვნელობასა და ტრიოს სამომავლო მიზნებზე, კერძოდ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საერთო ამოცანების რეალიზაციის მიზნით მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის განვითარებაზე ევროკავშირთან, მათ შორის სექტორული დიალოგის ფორმატების ჩამოყალიბების, ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით.

აღინიშნა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მნიშვნელობა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ერვოინტეგრაციული მიზნების გზაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ასოცირებული ქვეყნების ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის შიდა ბაზარზე.

დადებითი შეაფასება მიეცა ასოცირებული ქვეყნების მიერ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელების დინამიკას, ევრო კომისარმა ტრიოს ქვეყნებს რეფორმირების პროცესში შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები: "ასოცირებული ტრიოს" შექმნა ასახავს ჩვენს მისწრაფებებს, გავხდეთ ევროკავშირის წევრები

ასოცირებული ტრიოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა