აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დოკუმენტი, 6 კანონპროექტი და ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან ერთი საქართველოს შეეხება.
რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმება, რომელსაც ხელი 2021 წლის 19 აპრილს მოეწერა.
"ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია საქართველოს ყველა პარტია მოუწოდებს, ხელი მოაწერონ და შეასრულონ 19 აპრილს დადებული შეთანხმება.
მე შეშფოთებული ვარ იმ ფაქტებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებს. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ არსებული უთანხმოებები უკან უნდა მოიტოვოს და წავიდეს წინ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას", – აცხადებს რიში.