ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, Twitter-ზე გამოეხმაურა.
"უკანონო მმართველებს არ შუძლიათ მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილებები.. ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან და რეადმისიის შეთანხმებიდან, არ უნდა განვიხილოთ სერიოზულად. ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც მას შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა“, - წერს ლანდსბერგისი.