"ჩვენ საქართველოს წინაშე ვალში ვართ, ავღანეთში ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში შეტანილი წვლილისთვის", - ამის შესახებ პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორი, მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე წერს.
„ჩვენ საქართველოს წინაშე ვალში ვართ ავღანეთში ISAF-ისა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიებში შეტანილი წვლილისთვის. 107 როტაციის ფარგლებში, 20 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა ამ მისიებში. ჩვენ პატივს მივაგებთ 32 დაღუპულ ჯარისკაცს“, - წერს კარპენტერი.
შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მაიკლ კარპენტერი ეუთოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.