ვაჟა სირაძის ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიების მოწინააღმდეგეთა აქციაზე, ამ დროისთვის ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 12 ადამიანი.

მათი დაკავება 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას და წვრილმან ხულიგნობას.

„ამ დროისთვის დაკავებულია 12 პირი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, წვრილმან ხულიგნობას და ასევე პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენებას.

ამ დროისთვის ადგილზე არის მშვიდი ვითარება, პოლიცია აკონტროლებს სრულად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, არ დაარღვიონ კანონი. სიტყვისა და გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ არ უნდა გასცდნენ კანონის მოთხოვნებს. პოლიცია მუშაობს გეგმის შესაბამისად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ნუ ჩაერევიან პოლიციის საქმიანობაში, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პოლიცია დაიცავს კანონს და სრულად შეასრულებს თავის მოვალეობას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის გახსნის დახურულ ღონისძიებაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ

"თბილისი პრაიდის" კვირეულის გახსნაზე ხმაური იყო

ვაჟა სირაძე: მოვუწოდებთ ყველას, არ დაარღვიონ კანონი და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში

შსს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს