ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ქვეყანაში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა იწყება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა, კოვიდპანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ვაქცინების მოწოდების პროცესში იყო ჩართული.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობა. ელჩების დახმარებით, ჩვენ შევძელით მიგვეღწია წარმატებული კონტრაქტისთვის.

ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა.

მინდა აღვნიშნო, ძალიან აქტიური და საიმედოა ჩვენი კოლეგების ჩართულობა კერძო სექტორის მხრიდან, ისინი იმყოფებიან სრულ მზადყოფნაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 350-მდე ბრიგადა უკვე არის მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით.

ვითვალისწინებთ რა, რომ დედაქალაქში იყო საკმაოდ მაღალი აქტივობა, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, ტურისტული მიგრაციიდან გამომდინარე, ამ აქტივობამ შეიძლება გადაინაცვლოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, იქაც იყოს მობილიზებული ბრიგადების შესაბამისი რაოდენობა, რათა ნაკადები უწყვეტად მომარაგდნენ ვაქცინით, სწორედ ამ სტრატეგიას მივყვებით ჩვენ.

იქნება საკმაოდ მაღალი მობილიზაცია აჭარის რეგიონში, გურიაში და ყველა სხვა ადგილას, სადაც ჩვენ ველოდებით შიდა ტურიზმის მაღალ მატებას.

დღესდღეობით ჩვენ დამატებით ვახორციელებთ ყველა იმ ობიექტზე ზედამხედველობას, რომელიც აქტიურად იყო დღემდე ჩართული პროცესში და ეტაპობრივად ერთვებიან. ასევე IT უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შემდგომში არ განმეორდეს ის ხარვეზები, რომელიც დღესდღეობით იყო. შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახორციელებთ მუდმივ მონიტორინგს, რომ არ მოხდეს შეფერხება რეგისტრაციისას", - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა

ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია

Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია