„თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ, მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს უსაფრთხოება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო კომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა საჯარო პირს, სწორი განცხადებები გააკეთონ და ძალადობა არ წაახალისონ.
„რაც შეეხება ამ წუთას არსებულ ვითარებას, ჩემი ინფორმაციით, მოძალადე ჯგფუფები რეალურად, კორპუს-კორპუს, სადარბაზო-სადარბაზო დასდევენ ადამიანებს, ქუჩაში უსწორდებიან ჟურნალისტებს, ასევე ადამიანებს, რომლებსაც სცნობენ და აღიქვამენ, როგორც ლგბტ თემის მხარდამჭერებად.
მიუხედავად იმისა, რომ „პრაიდმა“ დაანონსებული მარში გააუქმა, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ. მოვუწოდებ პოლიციას, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება.
დღეს ირღვეოდა როგორც სამოქალაქო უფლებები, ირღვეოდა ჟურნალისტების უფლებები, დღეს არათუ „პრაიდის“ ჩატარება-არჩატარება, შეკრების ან გამოხატვის უფლების რეალიზაციაზე იყო საუბარი, არამედ, ელემენტარული სამოქალაქო უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. დღემდე სიტუაცია არის უკონტროლო. მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ექმნებათ, ასევე საკუთრების უფლება არის დარღვეული და პირად სივრცეს არღვევენ. არსად არ არის უსაფრთხო აქტივისტებისთვის და ჟურნალისტებისთვის.
მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, მოვუწოდებ ასევე ყველა მაღალი თანამდებობის პირს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, საჯარო პირებს, გააკეთონ მხარდამჭერი, სწორი განცხადებები და არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რაც კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ამ დისკრიმინაციას და ძალადობას, რასაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თვალს ვადევნებდით“,- განაცხადა ლომჯარიამ.
„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ დღეს არ შედგება
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ