დღეს ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა, რის შემდეგაც აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრება.
თბილისში კომისარი პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.
როგორც ცნობილია, პოლიტიკურ ხელმძღვანელებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს კომისარი ვარჰეი წარადგენს რეგიონის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას და მის ინიციატივებს თითოეული ქვეყნისთვის და განიხილავს ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო საკითხებს თითოეულ ქვეყანასთან.