ევროპარლამენტარები: ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც მათ შორის უზრუნველყოფენ უმცირესობების უფლებების დაცვას

ევროპარლამენტარები, მარინა კალიურანდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან თბილისის ცენტრში გუშინ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ მარშის ჩატარების იდეას მოჰყვა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ გუშინდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტების, საზოგადოების წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ თბილისში, რამაც სამწუხაროდ აიძულა LGBTQI + Pride-ი, გაეუქმებინა მარში.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ და რელიგიის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს მარშის წინ, ხმამაღლა და მკაფიოდ ესაუბრათ ჰომოფობიური რიტორიკის წინააღმდეგ. ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის მხრიდან მზაობის ნაკლებობის გამო, უზრუნველყოთ ტოლერანტობისადმი მიძღვნილი შეკრების უსაფრთხოება. ნებისმიერი სხვა მოქალაქის მსგავსად, LGBTQI პირებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით, როგორიცაა მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობა. საქართველოს ხელისუფლებამ ხმამაღლა გააჟღერა საკუთარი მიზნის შესახებ, 2024 წლისთვის ოფიციალურად გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

ამასთან დაკავშირებით მათ შევახსენებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობები, ასევე ცნობილი როგორც კოპენჰაგენის კრიტერიუმები მოითხოვს, რომ კანდიდატ ქვეყანას ჰქონდეს სტაბილური ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და მათ შორის უმცირესობების პატივისცემასა და მათი უფლებების დაცვას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ერთს, 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა

„თბილისი პრაიდი“ აცხადებს, რომ „ღირსების მარში“ არ შედგება

შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისადმი ძალადობის ფაქტზე კიდევ 3 ადამიანი დააკავა