შსს: უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი",- ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს და აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს

,,შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს - შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც გუშინ „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები", - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქო: დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია

პარლამენტთან ლგბტ დროშის გაშლის შემდეგ ვითარება დაიძაბა

შსს: ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები