დღეს ოლივერ ვარჰეი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრესკონფერენცია 16:00 საათზე კანცელარიის შენობაში გაიმართება.

ცნობისთვის, ევროკომისარი საქართველოში 5 ივლისს ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს.

დღეს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს ეწვევა

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა