ევროპარლამენტარი: ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების 80 %-ზე მეტის სურვილია. მადლობა კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის შენობასთან პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის აღმართვას სოციალურ ქსელTwitter-ში ეხმაურება.

"ევროკავშირთან ინტეგრაცია და გაწევრიანება ქართველების 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის", - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კვლავ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

დღეს, კახა კუჭავამ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა აღმართა.