5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ როზენშტოკ-სილერი ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად. ამის შესახებ მან ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას
„თავდასხმები განხორციელდა მემარჯვენე დაჯგუფებების მიერ 5-6 ივლისს, რათა ხელი შეეშალათ „თბილისი პრაიდის“ გამართვისთვის. თავდასხმები მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტების, თემის წევრებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდად ახორციელებდნენ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. ხელისუფლება დიდწილად არ აკავებდა დაჯგუფებებს, რომლებიც თავს ესხმოდნენ მოქალაქეებს, ასევე შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიას“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები, თავს დაესხნენ პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დიდი ხნის წინ გაშლილ კარავს.
როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოს ლიდერებსა და სამართალდამცველებს აქვთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, დაიცვან ყველა ქართველის გამოხატვისა და შეკრების კონსტიტუციური უფლებები, ადამიანის უფლებები და სასამართლოს წინაში პასუხი აგებინონ, ვინც ძალადობას ჩადის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი უფლებებს მშვიდობიანად იყენებენ. საქართველოს ხელისუფლებას ასევე აქვს პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვას ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ასრულებენ, მოქალაქეები, როლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებებს იყენებენ, საჯაროდ დაგმონ და გამოიძიონ მათ წინააღმდეგ ძალადობის აქტები. ყველა პიროვნებას საქართველოში აქვს უფლება, გამოხატოს თავისი შეხედულება, განურჩევლად იმისა, მიეკუთვნებიან ისინი უმრავლესობას თუ უმცირესობას. ეს შეესაბამება საქართველოს მრავალწლიან ისტორიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ტრადიციას.
ყველა ადამიანი იბადება თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. საქართველოს, როგორც ეუთოს წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას საქართველოში ყველა ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლისა და ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად“, – განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ.
ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი.
ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი.
მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.
შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ
მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
შსს-მ დღეს გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ადმინისტრაციული წესით 8 მოქალაქე დააკავა