მოსამართლე ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულს: ქმედებები, რასაც გედავებიან, დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, სრული სიბნელე და სირცხვილია

„ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმიწფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა“, - ამ სიტყვებით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ „ტვპირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს მიმართა.

როგორც მოსამართლემ დაკავებულებს განუცხადა, ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და სწორედ სახელმწიფოს სახელით აფასებს მათ ქმედებებს.

„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, - განაცხადა ხორავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებულ კიდევ 4 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საუბარია "მთავარი არხისა" და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელების საქმეზე.

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულ 3 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

შსს-მ ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე კიდევ 5 ადამიანი, ,,თბილისი პრაიდის" ოფისის დაზიანების ფაქტზე კი 3 ადამიანი დააკავა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ,,ღირსების მარშის" ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ

თბილისი პრაიდის მარშის მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ