ნიდერლანდების ელჩი: შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით

ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი ,,ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.

,,შოკირებული ვარ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით, რომელსაც თავს დაესხნენ თბილისი პრაიდის დაგეგმილი ღონისძიების დროს.

ვგმობ ყველა სახის ძალადობას,მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ძალადობას, რომელიც ინსპირირებულია ჰომოფობიით", - წერს ელჩი Twitter-ზე

ცნობისთვის, "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.

შსს-მ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება

.