ესტონეთის ელჩი: საქართველოს შეუძლია, უკეთ იმოქმედოს

ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"სრული მხარდაჭერა ელჩ ჰარცელის განცხადებას. ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას ოჯახის მიმართ. საქართველოს შეუძლია ამაზე უკეთესად იმოქმედოს და უნდა იყოს უკეთესი ვიდრე ახლაა", - წერს რიინა კალიურანდი Twitter-ში.

,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

ევროკავშირის ელჩი ,,ტვ პირველის" ოპერატორის გარდაცვალებას ეხმაურება